საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელობა შეიცვალა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე აირჩია, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც მანამდე მდინარაძე ხელმძღვანელობდა, დეპუტატი რატი იონათამიშვილი გახდა, ხოლო დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
ამასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად იქნება წარდგენილი, ირაკლი ჩიქოვანის ნაცვლად, რომელიც კობახიძის კაბინეტში თავდაცვის მინისტრი გახდა.
ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატი გელა სამხარაული შეცვლის, ხოლო დეპუტატი ირაკლი დაჩი ბერაია ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)