skip to content
ახალი ამბები

პაპუაშვილი და POSTV აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ავტორებს აკრიტიკებენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, რომელშიც ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ და რომლის თანახმადაც „ქვეყანამ მნიშვენლოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებითაც“, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ინდექსის ავტორები გააკრიტიკა და ისინი ევროპული სტრუქტურებისთვის საქართველოს შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გაგზავნაში დაადანაშაულა.

ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინდექსის ქართველი ავტორები „გაბრაზებულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე“. „ამ შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „სერიოზულიც არაა იმის განხილვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას“. მან მოუწოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ავტორებს, რომ „ჩახედონ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო, სადაა ჩვენი ქვეყანა“.

სახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-მ ინდექსის ქართველი ავტორები ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნების გაგზავნაში დაადანაშაულა. POSTV-ს თქმით, ქართველი ავტორის მიერ „გაგზავნილი ნეგატიური ანგარიშის გამო საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო  საზოგადოების ფორუმის ანგარიშში მესამე ადგილზე გავიდა უკრაინის და მოლდოვას შემდეგ“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button