skip to content
ახალი ამბები

აქტივისტის სახლთან, რომელმაც ხატს სტალინის გამოსახულებით საღებავი შეასხა, “ალტ-ინფომ” დემონსტრანტები შეიკრიბა

10 იანვარს ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, პრორუსული და ჰომოფობიური პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფოს” ორგანიზებით, სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის სახლთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. 9 დეკემბერს ნატა ფერაძემ თბილისის წმინდა სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ლურჯი საღებავი შეასხა.

დემონსტრანტები ნატა ფერაძის სახლიდან გამოსვლას და მის მიერ “ხატის შეურაცხყოფის” ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ. კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფოს ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და გიორგი ქარდავამ შეკრებილებს მიმართეს.

გიორგი ქრდავამ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები დაადანაშაულა აქტივისტისთვის ხელის დაფარებაში. “ხელისუფლებამ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოში არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები: არსებობენ იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებისთვისაც ყველაფერი მოსულა, მათ შორის ხატის შეურაცხყოფა და არსებობენ ჩვეულებრივი ხალხი, რომელზეც ყველაფერი ვრცელდება, კანონის გარდა.” ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ კანონი არ მუშაობს ფერაძის მსგავს ადამიანებზე, რომლებიც ხატებს შეურაცხყოფენ, მაშინ როდესაც სხვებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროკავშირის დროშების დაწვის გამო. მან გამოხატა შეკრებილი ხალხის მოთხოვნა “დაისაჯოს ნატა ფერაძე კანონის შესაბამისად.” მან ასევე ახსენა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში ახლახანს დაბრუნდა, მასთან ერთად საქართველოს მთავრობაც და თქვა, რომ “ახლა ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ნატა ფერაძეზე კანონი მუშაობს თუ არა.”

დემონსტრანტებმა ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვეს. ნატა ფერაძემ, რომელმაც სტალინის ხატს სამების საკათედრო ტაძარში ლურჯი საღებავი შეასხა, ამბობს, რომ ამ აქტის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ იგი სხვადასხვა ადამიანისგან მუქარებს იღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button