ახალი ამბები

კრასნოდარის მხარეში პუტინის შესაძლო ჩასვლის გამო სოხუმი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩასვლაა მოსალოდნელი.

ამავე ინფორმაციით, მიზეზი ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 ყრილობაა, რომელიც რუსეთში, სირიუსის მეცნიერებისა და ხელოვნების ამავე სახელწოდების პარკში 28-30 ნოემბერს გაიმართება. სირიუსი ქალაქის ტიპის დაბაა, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს. მედიის ინფორმაციით, ყრილობაზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მოსალოდნელი.

ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ ასევე განაცხადა, რომ საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით, 28 ნოემბერს საგზაო-საპატრულო სამსახურის საგუშაგო „ხოლოდნაია რეჩკა“ გაიხსნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button