ახალი ამბები

ოკუპირებულმა აფხაზეთმა უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესები გაამკაცრა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 20 ნოემბერს განკარგულება გამოსცა, რომლითაც მორიგი შეზღუდვები დაუწესა იმ უცხოურ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონში პროექტებს ახორციელებენ.

ცვლილებების თანახმად, უცხოურ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ:

  • მიაწოდონ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას პროგრამის აქტივობებში მონაწილე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სია და მათი სარეგისტრაციო დოკუმენტები;
  • თითოეული განხორციელებული ღონისძიების, მისი ფინანსური მოცულობისა და ადგილობრივი მიმღების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეტალები უზრუნველყონ;
  • წინასწარ აცნობონ დაგეგმილი აქტივობების, მოსალოდნელი არასამთავრობო პარტნიორების, ასევე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ;
  • პროგრამის მიმდინარეობის შესახებ კვარტალური ანგარიშები წარადგინონ.

ადგილობრივი არასამთავრობო პარტნიორების ჩართულობა „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ წინასწარ თანხმობას მოითხოვს. განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მკაცრ რეგულაციებს უკვე დიდი ხანია ითხოვს ოკუპირებული რეგიონის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა. 16 ნოემბერს არძინბამ განაცხადა, რომ „მათთვის, ვისაც სურს დაანგრიოს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენ კარი უახლოეს მომავალში დაიხურება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button