skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლობჟანიძე დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში საქმის კურსშია და ყველა საჭირო პროცედურა შესრულდება დაღუპულის საქართველოში გადმოსასვენებლად.   

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 40 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button