skip to content
დაწურულად

უნგრული ლოგიკა: რას ეუბნება ბუდაპეშტი ევროპელ ლიდერებს უკრაინაზე

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი და მისი ახლადარჩეული სლოვაკი თანამოაზრე, რობერტ ფიცო უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის წინააღმდეგ გამოდიან. ვიქტორ ორბანის პოლიტიკური კაბინეტის უფროსმა, ასევე ორბანმა, ოღონდ ბალაშმა, თეზისებად ჩამოაყალიბა უნგრული პოზიცია, რომელსაც აქ მოკლედ გადმოვცემთ:

  • ახალი სტრატეგიაა საჭირო: დასავლეთის სტრატეგია იყო, რომ უკრაინელებს რუსეთთან ბრძოლაში დავეხმარებოდით, უკრაინა გაიმარჯვებდა და პუტინს ჩამოაგდებდნენ. აშკარაა, რომ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა.
  • ჯერ სტრატეგია, მერე ფული: ფულს ვერ ჩავდებთ სტრატეგიაში, რომელიც არ მუშაობს. ევროპული საბჭო უნდა შეიკრიბოს, სტრატეგიული დებატი გავმართოთ, ახალ სტრატეგიაზე შევთანხმდეთ და მერე გადავწყვიტოთ დახმარება.
  • ახალი სტრატეგიაა ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკება: არსებული ვითარებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საჭიროა ცეცხლის უსწრაფესი შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
  • ბიუჯეტმა არ უნდა შებორკოს მომდევნო კომისია: კომისია ბიუჯეტს ოთხი წლისთვის ითხოვს. გაუგებარია, რატომაა “ომის გეგმა” ამდენხნიანი და რატომ ვუკრავთ ხელფეხს მომდევნო კომისიას, რომელსაც 2024 წელს აირჩევენ. ნებისმიერი ბიუჯეტი მხოლოდ რამდენიმე თვეს უნდა მოიცავდეს.
  • სანამ ფულს გავცემთ, ჯერ შევამოწმოთ: არ გვისაუბრია უკრაინისათვის აქამდე გაწეული დახმარების ეფექტურობაზე. გამოვიძიოთ, როგორ იყენებენ ისინი ევროკავშირის მიცემულ ფულს. ნათელია, რომ მათი ნაწილი კორუფციული არხებით გაიფლანგა და არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გაგრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button