ახალი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი უარყოფს უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში „დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის“ მოწყობაში უკრაინის სავარაუდო როლზეც იყო საუბარი. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ამგვარი ჩართულობა უარყო.

„გავეცანით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოში გადატრიალების მოწყობაში უკრაინული მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა საკუთარი პოლიტიკური საკითხები მოაგვაროს. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არც აპირებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს”, – განაცხადა ნიკოლენკომ.

ასევე წაიკითხეთ:

18/09/2023 – შეფასებები სუს-ის მიერ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button