საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ესწრება
16 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ნიუ-იორკში ვიზიტი დაიწყო, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. იგი სესიაზე სიტყვით გამოვა და ვიზიტის ფარგლებში რიგ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.
18 სექტემბერს ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ღარიბაშვილი სამიტზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტური ღონისძიებები განახორციელა 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და საჯარო სამსახურების შესაძლებლობის გასაძლიერებლად.
ღარიბაშვილი 22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო.
Honored to attend the reception hosted by @POTUS & @FLOTUS ?? at #UNGA78. ??-?? strategic partnership is strong and benefits both nations. pic.twitter.com/MgYvBa5598
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 22, 2023
პრემიერ-მინისტრის შეხვედრები
შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო „მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს“.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვის, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ კუთხით, მან აღნიშნა, რომ „გაეროს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია“. მან ასევე დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ და გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
Had a productive meeting w/ @UN's @antonioguterres, reaffirming our commitment to peace & stability. ??'s dedicated to resolving conflicts peacefully. Discussed ways to strengthen global partnerships & promote SDGs. Our shared vision is for a more progressive & sustainable world. pic.twitter.com/03pEGovbve
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 18, 2023
შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან
21 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რა დროსაც ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
Delighted to meet w/ ?? National Security Advisor @JakeSullivan46. Discussed our strategic partnership & delved into its significance in addressing regional & global challenges. pic.twitter.com/WycVSWM9Zr
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 21, 2023
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ „მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება“.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა“.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს და დასძინა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Met with PM @GharibashviliGe at #UNGA78.
— Charles Michel (@CharlesMichel) September 19, 2023
Welcome today’s announcement of EU related reforms. Reiterated the EU commitment to the Georgian membership perspective.
Time now for concrete delivery on necessary priorities to unlock candidate status. pic.twitter.com/F6qRi5mV7r
შეხვედრა პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს ომი უკრაინაში და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილი უსაფრთხოების გარემო. სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ „საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
შეხვედრა გერმანიის კანცლერთან
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.
Had a fruitful meeting w/??@Bundeskanzler, where we discussed ??'s outstanding progress in implementing all 12 recommendations. Expressed gratitude for ??'s strong support towards ??’s ?? accession process & readiness to strengthen our collaboration in various areas. #UNGA78 pic.twitter.com/mdN3u8pjyn
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 18, 2023
შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან
18 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი, რაც, მისი თქმით, აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც „მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას“.
მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, მხარეებმა „შუა დერეფნის“ პროექტის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის სწრაფი განხორციელება მთავარი პრიორიტეტია და მადლობა გადაუხადა საქართველოს თებერვალში თურქეთის მიწიძვრის შემდეგ აღმოჩენილი დახმარებისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის 3 მილიარდი აშშ დოლარიდან 5 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
BM 78’inci Genel Kurul temaslarımız kapsamında, komşumuz Gürcistan’ın Başbakanı Irakli Garibashvili ile Türkevi’nde bir araya geldik. Görüşmelerimiz ülkelerimiz için hayırlara vesile olsun. ???? pic.twitter.com/XqABfWHFrH
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) September 17, 2023
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა და მასთან ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის „პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს“ უსვამს ხაზს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. მან პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. ღარიბაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა და მასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა.
ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. „რეკომენდაციებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.
შეხვედრა მალტის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ აბელას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს.
შეხვედრა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლუქსემბურგის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ის შეინარჩუნებს პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ღარიბაშვილის თქმით, ლუქსემბურგს მსოფლიოში ღია და გამჭვირვალე ეკონომიკის რეიტინგში მოწინავე პოზიციები უკავია. მისივე თქმით, საქართველო ლუქსემბურგთან ბიზნესის, კვლევის, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები
შეხვედრა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტს დენის ფრანცისს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ ჩართულობას ორგანიზაციის ინიციატივებში, მათ შორის სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც პასუხობს გაერო-ს მდგრადი განვითარების ამოცანებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. „აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაერო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის აქტიურ მხარდაჭერას“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.
Glad to meet @UN_PGA Dennis Francis. We emphasized the importance of promoting peace, prosperity, progress and sustainable development from platforms like the UNGA. I reiterated ??'s commitment to defending the principles and values of the UN Charter. pic.twitter.com/01zZ4R57b1
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 21, 2023
შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს „წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებთან და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა“.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
Great to see @iliadarch ?? again at #UNGA78. Discussed the importance of @OSCE work in the region including GID and IPRM platforms, as well as value of regional cooperation. pic.twitter.com/uC35SskwtT
— Helga Maria Schmid (@HelgaSchmid_SG) September 18, 2023
შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
Delighted to meet my ?? colleague @ABaerbock on the sidelines of #UNGA78. Discussed ??-?? close friendship and solid partnership based on shared values. We put a special emphasis on ??'s ?? integration and accentuated the importance of Germany’s support on this path. I reaffirmed… pic.twitter.com/fsxe0S6q91
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 17, 2023
შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან
19 სექტემბერს ილია დარჩიაშვილი რუმინელ კოლეგას, ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ „მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას“. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.
ასევე აღინიშნა გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა. დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
Productive talks with ?? FM @iliadarch in the margins of #UNGA78. Discussed opportunities to expand bilateral cooperation and connectivity across #BlackSea. Reconfirmed ??’s strong support for Georgia's sovereignty and territorial integrity, for ??EU and NATO aspirations. pic.twitter.com/AyR7shSj2N
— Luminita Odobescu (@Odobes1Luminita) September 18, 2023
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ფინეთის, ნიდერლანდების, სლოვენიის, გრენადის, მონღოლეთის, განას, შრი ლანკის, ომანის, პორტუგალიის, კვიპროსისა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრებს. პერუს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, მხარეებმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
21 სექტემბერს, დარჩიაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტრანსლატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. შეხვედრის მთავარი თემა ტრანსლატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)