საზღვარზე ჩარჩენილი ექვსი უკრაინელი საქართველოში შემოუშვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში უკრაინელთა ექვსკაციანი ჯგუფი შეუშვეს, რომელსაც 17 აგვისტოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და საქართველო-რუსეთის ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 10 დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ საქართველოში უკრაინის საელჩოს დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ. რაზეც, უკრაინულმა მხარემ განმარტა, რომ მისი მხრიდან საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურებია საჭირო.
სანამ ქართული მხარე უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდა, საზღვართან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას”.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/06/2023 – კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსი პუბლიცისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 10/05/2023 – რუსეთში ნაწამები ჩეჩენი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)