ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
17 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირდაპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრეს-რელიზის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება, მომავალი წლიდან კი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, “რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივები. რელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოც და გამოწვევებიც.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/05/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)