ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ესტუმრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 30 მაისს იერუსალიმს ესტუმრა, სადაც თავის კოლეგას, ნაფტალი ბენეტს, საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერმინისტრ იაირ ლაპიდს და ქნესეთის თავმჯდომარეს, მიკი ლევის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ ბენტთან შეხვედრაზე საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ, სავაჭრო მიმართულებებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმინისტრის პრესამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერებმა ასევე განიხილეს „გეოპოლიტიკური ცვლილებები და მათი შედეგები, რეგიონული გამოწვევები და ერთობლივი შესაძლებლობები ისრაელისა და საქართველოსთვის“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, იაირ ლაპიდთან შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე.

ქნესეთის პრესამსახურის ცნობით, სპიკერმა ლევიმ საქართველოს პრემიერს განუცხადა, რომ „ირანი მუდმივად აწვდის იარაღს ჰეზბოლას. ის აფინანსებს ტერორს და ძირს უთხრის სიმშვიდეს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

ასევე 30 მაისს, პრემიერი ღარიბაშვილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერსაც ესტუმრა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალიც მოინახულა.

ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისას თან ახლდნენ – საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.

ისრაელში ვიზიტამდე საქართველოს დელეგაცია იორდანიას სტუმრობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button