ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს ფორმირების წესი იცვლება  

საქართველოს პარლამენტმა 13 ივნისს მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და პროფესიულ წევრთა არჩევის წესი. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეობისა და პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ცვლილებებით ასევე შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) დაუჭერს მხარს, ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის, რის შემდეგაც ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნას. ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსება, პრეზიდენტი სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე შეთანხმებას მოითხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button