ახალი ამბები

სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ

სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი 26 ივნისს თბილისს ეწვევიან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების საკითხებზე იმსჯელებენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება.

ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და გენერალურ პროკურორს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ელჩმა ობრაიენმა თბილისში თვის დასაწყისში აქტიური დისკუსია გამოიწვია მას შემდეგ, რაც საქართველო იმ ქვეყნებს შორის ახსენა, რომელთანაც მისი სამსახური „სანქციების გვერდის ავლის“ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, განსაკუთრებით ელექტროსაქონლის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მედიის ინტერპრეტაცია, რომ ობრაიენის სიტყვები საქართველოს დადანაშაულებას ნიშნავდა, „დეზინფორმაცია“ იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button