skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ „რუსთავი 2“-ს გიორგი გაბუნიასთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

„მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას ადვოკატმა 20 ივნისს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გაბუნიას გათავისუფლება, რომელიც იმ დროს თოქშოუ “Postscriptum”-ის წამყვანი იყო, უკანონოდ მიიჩნია და არხს ჟურნალისტისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2019 წელს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები გაათავისუფლა. გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის იყო გიორგი გაბუნიაც, რომელიც იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button