პრეზიდენტი გმობს რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „კატეგორიულად“ გმობს „რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს“, უკრაინის სამხრეთით, მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.
„საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
„ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, „საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“.
I strongly condemn another severe war crime committed by Russia. Horrible attack on civilian infrastructure – Nova Kakhovka dam once again shows ??’s brutal tactics. These war crimes must be answered by justice.
All of Georgia stands with ??
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 6, 2023
უკრაინული მხარის ცნობით, კაშხალი რუსეთის „საოკუპაციო“ ძალებმა 6 ივნისს ააფეთქეს. თავის მხრივ, კაშხალზე განზრახ თავდასხმაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. დატბორვის რისკების გამო ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლების ევაკუაციაა დაწყებული.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/01/2023 – სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად“ გმობს დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სასტიკ თავდასხმას
- 25/11/2022 – პრეზიდენტი გმობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „მუდმივ“ თავდასხმებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)