ახალი ამბები

ენმ- ის წევრს სასამართლომ 2021 წლის აქციის საქმეზე 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრს, გიორგი მუმლაძეს, რომელსაც გამოძიება 2021 წლის აპრილში თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას სამართალდამცველისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა.

მუმლაძე სამართალდამცველებმა 2021 წლის 14 აპრილს, მმართველი პარტიის ოფისთან მიმდინარე აქციაზე ოთხ აქტივისტთან ერთად დააკავეს. ისინი კოვიდპანდემიის დროს, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსულთათვის 5-დღიანი საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას ითხოვდნენ. იმავე წლის 16 აპრილს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მუმლაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული, რაც სამართალდამცველისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ზომად 2-დან 5-წალმდე პატიმრობას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button