ახალი ამბები

საქართველოში 80 კგ-მდე ჰეროინის შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს განაცხადა, რომ საქართველოში 80 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონოდ შემოტანისა და შეძენა შენახვის ბრალდებით ფოთის პორტში ირანის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 315 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ იმ სატვირთო ავტომობილის უკანა ორ კარში მოთავსებული სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს, რომელსაც დაკავებული მართავდა.

უწყებისვე ცნობით, ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების ევროპაში გატანას ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით გეგმავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button