
პრემიერი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გამოვა სიტყვით, სადაც ულტრა-კონსერვარიული პოლიტიკოსები შეიკრიბებიან. CPAC-ის მეორე ყოველწლიური კონფერენციის დევიზია – „ერთად ძლიერები ვართ“. პირველი კონფერენცია, რომელიც ასევე ბუდაპეშტში გასულ წელს გაიმართა, ფოკუსირებული იყო ღირებულებებზე – „ღმერთი, სამშობლო და ოჯახი“.
გასული წლის მსგავსად, წელსაც კონფერენციის მთავარი მომხსენებელი უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანია. გამომსვლელებს შორის ასევე არიან: სლოვენიის ყოფილი პრემიერმინისტრი, იანეზ იანსა; ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი; ჩეხეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრეი ბაბისი და Heritage Foundation-ის ფონდის პრეზიდენტი, კევინ კობერტსი.
ბუდაპეშტის ფუნდამენტურ უფლებათა ფონდი, კვაზისახელმწიფო ფონდი, Twitter-ზე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას კონფერენციაში და აღნიშნა: „მას მიაჩნია, რომ საქართველო ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებების მქონე კონსერვატიული საზოგადოებაა“.
ორგანიზაციის თქმით, „გენდერული პროპაგანდა არც საქართველოსადმია კეთილგანწყობილი, თუმცა ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს ლგბტქ პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ ზეწოლას“.
#UnitedWeStand at #CPACHungary!
— The Center (@alapjogokert) April 26, 2023
?? The Prime Minister of #Georgia will be on stage at #CPAC in #Budapest!
✝️ Irakli Garibashvili has been serving as Prime Minister of Georgia since February 2021 under the banner of the @GeorgianDream41. He believes that Georgia is a #conservative… pic.twitter.com/n3OfA6LugP
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის პარტიაც „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების პარტიასთანაა დაახლოებული, ულტრაკონსერვატიულ ძალებს დაუახლოვდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და მკაფიო ანტილგბტქ რიტორიკას ემხრობა.
1974 წელს დაარსებული კონსერვატიულ-პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია კონსერვატორთა ყველაზე დიდი და ყველაზე გავლენიანი შეკრებაა, რომელიც აერთიანებს აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს აშშ-ში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)