Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად უარყოს „აგენტებზე“ კანონპროექტები

ამერიკის საელჩო საქართველოში მიესალმება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს მმართველ პარტიას „ოფიციალურად უარყოს“ ისინი და „აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან“.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია“, – განაცხადა საელჩომ და ასევე მოუწოდა ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, „გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button