ახალი ამბები

თბილისში საპროტესტო აქციის პარალელურად კობახიძემ ბრიფინგი გამართა 

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს შავი დღეა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის.

კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა შექმნის იმ ჯგუფების სიას, რომლებიც ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ გამჭირვალობას ექნება „პრევენციული ეფექტი“, რასაც მოყვება ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე უარის თქმა.

„საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მარგინალები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ. როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრივია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა“, – განაცხადა კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button