skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალიდან სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლობამ საქართველოში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მათი შუამავლობით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს.

ცხინვალში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 10 იანვარს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას, დედა და ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა მძიმე ხარისხის დამწვრობით ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი – სამკურნალოდ „რესპუბლიკის ფარგლებს მიღმა“ გაიყვანეს.

„რესისვე“ ცნობით, ხანძრის ადგილას ერთი გარდაცვლილის გვამიც იპოვეს, კიდევ ერთი სავარაუდო დაშავებულის ძებნა კი – ამ დრომდე გრძელდება.

დამატებითი დეტალებისთვის „სამოქალაქო საქართველო“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. პასუხები მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button