skip to content
ახალი ამბები

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონის „სტრატეგიულ მნიშვნელობას“ ადასტურებენ 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 29-30 ნოემბერს ბუქარესტში გამართული ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებს და გმობს რუსეთს; ამას გარდა, განცხადება ნატოსთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონის „სტრატეგიულ მნიშვნელობას“ უსვამს ხაზს.

ამ კონტექსტში, განცხადება მიესალმება ნატოს პარტნიორი ქვეყნების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, რაც სამიტის ფარგლებში შედგა, იმ ფონზე, როდესაც „ნატო აძლიერებს მათზე მორგებულ მხარდაჭერას მათი ერთიანობისა და მედეგობის გაძლიერების, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიმართ“.

განცხადება ადასტურებს ნატოს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის, ასევე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, და საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ყველა შემდგომი გადაწყვეტილების მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button