ქართული ოცნება და ოპოზიცია კონსულტაციებს ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებენ

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ომბუდსმენობის შემდეგ 8 კანდიდატზე გააგრძელებენ კონსულტაციებს:

„ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მან.

მდინარაძემ ასევე განმარტა, რომ ჯამში ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან, 3-მა კანდიდატურა თავად მოხსნა, ერთმა კი – ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც აბაშიძესთან და ბურჯანაძესთან ერთად, არასამთავრობოების მიერ იყო ნომინირებული, საკომიტეტო გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა.

„ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით“, – დასძინა მან. რაც შეეხება დანარჩენ კიდევ 7 კანდიდატს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, „გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია“.

ამავე თემაზე აგრეთვე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version