skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 16 ნოემბერს სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანას ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში მათ სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ორი ქვეყნის პრემიერებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობაც აღნიშნეს და საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვაზეც შეთანხმდნენ.

კომისიის სხდომა, 2023 წლის დასაწყისში, ერევანში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button