skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 6 ნოემბერს სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელეს.

ამავე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button