ლევან დავითაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი, ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროკომისიის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანს და ევროკომისარს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრა
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კადრი სიმსონთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივ პროექტებსა და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებაზე იმსჯელა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მნიშვნელოვანია, რადგანაც „ერთ დღეს, როდესაც ჩვენი ბაზრები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული“.
„არსებითი იქნება, რომ ჩვენი კანონმდებლობები ერთი და იმავე ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნებოდეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე შემდგარია თანამშრომლობა, მაგრამ არის სამომავლო პერსპექტიული პროექტებიც“, – დასძინა მან.
I met today with Georgian delegation led by Levan Davitashvili, the Vice PM & Minister of Economy & Sustainable Development of #Georgia.
Discussing ??-??cooperation in #energy⚡️, the challenging global context & continued efforts of energy reforms in Georgia. pic.twitter.com/PwoZXB2HMq
— Kadri Simson (@KadriSimson) November 9, 2022
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრა
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს ლევან დავითაშვილმა და ადინა ვალეანმა.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს „იმას, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თვალსაზრისით, შუა დერეფნის განვითარებისთვის ძალისხმევის კოორდინაციაში – დერეფნის, რომელიც ესოდენ აუცილებელია ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ერთობლივი პროექტები“.
„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან – ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს, რასაც საქართველო დღეს ახერხებს და პოტენციალი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდია“, – განაცხადა თავის მხრივ ლევან დავითაშვილმა.
ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრა
ევროკომისარმა ვარჰეიმ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული და ციფრული კავშირების საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე იმსჯელა. მანვე ევროკავშირის გზაზე საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
Met Vice PM & Minister of Economy of #Georgia , Levan Davitashvili to discuss how to develop energy & digital connectivity investment projects between ??and ?? which we are supporting through the #EIP . Important for Georgia to continue with reforms on its EU path. pic.twitter.com/lsiM5FVRRK
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) November 9, 2022
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)