ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ნოემბრის განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათგან 18 ნარკორეალიზატორი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული ნარკორეალიზატორებისგან, რომელთაგანაც 3 ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ნარკოტიკი რამდენჯერმე საკონტროლოდ იყიდეს და პროცესი გადაიღეს კიდეც. ამასთან, პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები და გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გარდა ამისა, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე დაკავებულების პირადი, მათი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა“, პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი“ ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, (19)-260-ე, 273-ე, (18)-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button