ახალი ამბები

შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების გასაღების ბრალდებით თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათგან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით 2 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“; „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი; 1.9 ლიტრი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე; 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი; 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება; 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება და უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება ნარკოდანაშაულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button