
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 31 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრა, სადაც იგი უკვე შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, „ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებიც მიმოიხილეს“.
საქართველოს პრემიერმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ კონტექსტში პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული „ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის“.
Happy to meet the president of ?? Sheik @MohamedBinZayed in Abu Dhabi today. Discussed the ongoing bilateral & future cooperation between the two countries, as well as enhancing trade and investment flows between ?? & ?? for the greater benefit of our nations. pic.twitter.com/uSKlGslogL
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 31, 2022
ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრთან შეხვედრა
აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით“.
საგულისხმოა, რომ შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი უკვე დაასრულა. მასთან ერთად აბუ დაბის ასევე სტუმრობდნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2022 – საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)