ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 26 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვია, სადაც იგი უკვე შეხვდა უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს და უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა, სადაც კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ლასლო კოვერთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელეს. მათვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში არსებული გარემოც მიმოიხილეს. „საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას“.

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა ღარიბაშვილმა უნგრეთის გმირთა მემორიალიც მოინახულა და ის გვირგვინით შეამკო.

პრემიერთან ერთად უნგრეთში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button