Placeholder canvas
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 108-ე შეხვედრა გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 23 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ეუთოსთან ერთად, IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმნენ რელიგიური დღესასწაულების დროს, ივნისსა და აგვისტოს ბოლოს, ე.წ. გამშვები პუნქტების დროებით გახსნას. ასევე, მათ დადებითად შეაფასეს ოსური მხარის განცხადება, 2022 წლის ბოლომდე ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმვლობაში ორი გამშვები პუნქტის დროებით გახსნის შესახებ. მათვე კიდევ ერთხელ გაიმეორეს მოწოდება „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ.

თანაფასილიტატორებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან, მარეკ შჩიგელმა და ელჩმა ვიორელ მოშანუმ მხედველობაში მიიღეს შეხვედრის მონაწილეთა მზადყოფნა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის განხილვის შესახებ. მათვე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმ სირთულეებსაც გაუსვეს ხაზი, რომლებსაც ისინი, განსაკუთრებით კი – ქალები, ბავშვები და მოხუცები აწყდებიან.

თანაფასილიტატორებმა ასევე დადებითად შეაფასეს ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და დაკავებულთა საქმეების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთაც ურყოფითი გავლენა აქვს საოკუპციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მათ შორის არის – განთლება, განგრძობადი „ბორდერიზაცია“, ასევე სარწყავ და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და სხვ.

თანაფასილიტორებმა შეხვედრის მონაწილეებს არაკონფრონტაციული ქცევისკენაც მოუწოდეს. მათვე დაძაბულობის განმუხტვისა და ნდობის გაძლიერების მიზნით ცხელი ხაზის გამოყენებას მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა „განსაკუთრებული სიმკაცრით“ მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული პირების „უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“.

ამავე ინფორმაციით, მონაწილეემა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტეროტირიაზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“.

„დისკუსია შედგა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში, როგორც სასმელი, ისე სემელორაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადეს სუს-ში.

ამავე ინფორმაციით, მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი და უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც „უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას“.

ოსური მხარის განცხადება

სააგენტო „რესის“, ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოსური მხარის მხრიდან განხილვის -ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს საკითხი იყო, რომელიც ოსური მხარისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანია“.

„ქართული პოსტი კვლავ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩება. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ [საკითხი] ისე გადაიჭრება, როგორც ჩვენ გვესჭიროება“, – განაცხადა მან.

კოჩიევმა ასევე დასძინა, რომ კვლავაც გრძელდება ცხინვალის „სახელმწიფო სზღვრის“ დარღვევები, რაზეც ოსური მხარე შესაბამის ზომებს იღებს. „არის დარღვევები უცოდინრობის გამო, მაგრამ ასევე მიზანმიმართულად“, – დასძინა მან.

IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 10 ნოემბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button