აშშ-მა საქართველოს 11.5 მლნ აშშ დოლარის სამხედრო აღჭურვილობა გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს დღეს 11.5 მლნ აშშ დოლარის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცა.
„[ეს] ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – განაცხადა საელჩომ.
სექტემბერის დასაწყისში, უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასა და მის 18 მეზობელს, მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებსა და რეგიონული უსაფრთხოების პარტნიორებს, რომლებიც პოტენციურად რუსეთის სამომავლო აგრესიის რისკის ქვეშ არიან, გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსების სახით 2 მლრდ აშშ დოლარს გამოუყოფს.
ასევე წაიკითხეთ:
- მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022” დასრულდა
- მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)