ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 14 ივლისს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა განიხილეს. ასევე, ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს „სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე“.

„ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button