ახალი ამბები

არასამთავრობოების თქმით, გვარამიას დაპატიმრება შერჩევითი სამართლებრივი დევნის მაგალითია

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება „შერჩევითი“ გამოძიების, სამართლებრივი დევნისა და მსჯავრის „კიდევ ერთი მაგალითია“.

17 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ გვარამიას დაპატიმრება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ „მუქარად“ და „გაფრთხილებად“ აღიქმება, რათა არ შეასრულონ მაკონტროლებელი ფუნქცია და ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება შეწყვიტონ.

„ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე“, – აცხადებენ ისინი.

ერთობლივ განცხადებას სხვებთან ერთად ხელს ასევე აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ღია საზოგადოების ფონდი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე 16 მაისს გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button