ახალი ამბები

კელი დეგნანი ქართულ ოცნებას „გაუგებარი“ კომენტარების გამო აკრიტიკებს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 11 მაისს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცება – აშშ-ზე სავარაუდო მინიშნებით – რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვის გაჭიანურება იმ კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევაა.

„ვფიქრობ, რომ ისეთი კომენტარები, რომელთაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ დაბნეულობას იწვევს საზოგადოებაში, არაფრისმომტანია“, – უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს. „ეს იმ ტიპის დეზინფორმაციაა, რომელიც დაბნეულობას იწვევს და საბოლოოდ ხალხის დაყოფით სრულდება“.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ იგი დამატებით ვერაფერს იტყვის, ვინაიდან გაუგებარია რას გულისხმობდა ქართული ოცნების ლიდერი.

„ახლა ის დროა, როდესაც საქართველოს ერთიანობა სჭირდება და არა დაყოფა“, – დასძინა კელი დეგნანმა. „ახლა გაერთიანების დროა“.

რაც შეეხება Credit Suisse-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება კერძო ბანკის შიგნით.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის „ომში ჩართვისკენ“ უბიძგებენ, სახელისუფლებო ექსპერტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე მიანიშნეს, რაც კოორდინირებული კამპანიის შთაბეჭდილებას ქმნის.

მოგვიანებით, მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ბრალდებების სამიზნე აშშ არ ყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button