ახალი ამბები

მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა 

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც ევროკომისიას ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრების მომზადებაში დაეხმარება.

239-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით.

კითხვარში რიგი თემებია ჩამოთვლილი, დაწყებული სამუშაო ნებართვების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და მუშაკთა გადაადგილების თავისუფლებით და ანტიდისკრიმინაციული კანონებით დამთავრებული.

კითხვები ასევე ეხება ქვეყანაში არსებულ საბანკო და უნაღდო ანგარიშსწორების სისტემებს და იმას, მოქმედებს თუ არა ქმედითი კანონები ფულის გათეთრებისა და უკანონო საქმიანობის დაფინანსების აღსაკვეთად.

დოკუმენტი ასევე მოიცავს კომპანიის ანგარიშგებისა და აუდიტის სისტემებს, სადაც აქცენტი გამჭვირვალობაზე კეთდება.

კითხვარი ასევე ასახავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონებს და საავტორო უფლებების შესახებ კანონებს კომპიუტერულ აპლიკაციებთან და ტექნოლოგიებთან მიმართებით.

კითხვარი ასევე მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც ეხება კომპანიებს შორის კონკურენტუნარიანობას და ანტიმონოპოლიურ პრაქტიკას.

ევროკავშირმა მეორე ნაწილის წარდგენის ბოლო ვადად 13 მაისი განსაზღვრა.

2 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button