Placeholder canvas
ახალი ამბები

სომხეთის იუსტიციის მინისტრი თბილისს სტუმრობს 

სომხეთის იუსტიციის მინისტრი, კარენ ანდრეასიანი დღეს თბილისში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ კოლეგას, რატი ბრეგაძეს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანრეასიანმა და ღარიბაშვილმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.

ამას გარდა, მათ ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

მინისტრმა ანდრეასიანმა და რატი ბრეგაძემ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის პლატფორმა – ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრი ეროვნულ არქივს, იუსტიციის სახლს და პენიტენციურ სამსახურს მოინახულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button