skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის ნაწილი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩემთვის ამ მნიშვნელოვან მომენტს, რომ გავხდე კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯის მონაწილე, ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, – მიმართა ელჩმა ღარიბაშვილს მთავრობის კანცელარიაში.

საქართველო ახლა თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის, სექტორული და საკანონმდებლო ნაწილის წარდგენაზე მუშაობს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას კითხვარის სრულად შესავსებად დრო 13 მაისამდე აქვს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები და  ბლოკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან. 2021 წლის მაისში სამმა ქვეყანამ ბრიუსელთან ურთიერთობების დაახლოების მიზნით „ასოცირებული ტრიო“ ჩამოაყალიბა.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button