ახალი ამბები

ლუგანსკმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა 

რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ლუგანსკმა დღეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დღესვე სოხუმმა და ლუგანსკმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

9 მარტს სოხუმმა „დიპლომატიური ურთიერთობები“ ოკუპირებულ დონეცკთანაც დაამყარა.

„დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების შესახებ თითქმის იდენტურ პრესრელიზებში, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ სოხუმი, ისევე როგორც ლუგანსკი და დონეცკი, მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“.

თავის მხრივ, აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა 26 თებერვალს აღიარა. ცხინვალმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა 2014 წელს ცნო.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button