skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის განათლების მინისტრი საქართველოს სტუმრობს

აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, ემინ ამრულაევი, რომელიც 20-23 თებერვალს საქართველოს სტუმრობს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ კოლეგას, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, ამრულაევმა და ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა „რჩება ერთგული გაზარდოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, რაც გადამწყვეტია მათი ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ, აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს გზები, თუ როგორ დაეხმარონ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე სწავლებას აზერბაიჯანსა და საქართველოში.

21 თებერვალს, მინისტრი ამრულაევი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და მასთან არსებული პარტნიორობისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც გულისხმობს „ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას“.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.

21 თებერვალს, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მარნეულში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს ესტუმრა. იგი ასევე შეხვდა მარნეულის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლებს, ასევე მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს.

საქართველოს უმსხვილესი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები – აზერბაიჯანელები, ძირითადად, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში ცხოვრობენ. მათი უდიდესი წილი – 42% – ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button