skip to content
ახალი ამბები

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელმაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ინსულტი მიიღო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

მანამდე, ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ ოკუპირებული ცხინვალის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენადი ბესტაევი რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გენადი ბესტაევის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის ნოემბერში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ხელჩუასთან „საზღვრის უკანონოდ კვეთისა“ და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. 2021 წლის მარტში მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button