skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია გრძელდება

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია გრძელდება. 18 იანვარს პარტიამ 13-წევრიანი სამდივნო წარადგინა.

ქვემოთ ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრები არიან წარმოდგენილნი:

  • გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი;
  • გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი;
  •  საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა;
  •  ანალიტიკური საქმიანობის მდივანი – გიორგი თარგამაძე;
  • პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი;
  • სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე;
  • რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი;
  •  საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე;
  • იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი;
  •  ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი;
  • მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად ენმ-ში „პასუხისმგებლობები გადანაწილდა“. მისივე თქმით, ახალი სამდივნო „ამ გამოწვევებსაც უპასუხებს“, „პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტშიც იქნება ჩართული“ და სამომავლო ხედვებზეც იმუშავებს.

ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია 10 იანვარს დაიწყო და კობა ნაყოფია პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, პეტრე ცისკარიშვილი კი – გენერალურ მდივნად დანიშნეს.

მაშინ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ განახლების „აქტიური პროცესი“ გაგრძელდებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button