Placeholder canvas
ახალი ამბები

აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ დღეს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ მაკალათია, მანდატზეც უარს ამბობს და საკრებულოს ტოვებს.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში, მაკალათიამ ქართული ოცნების გუნდში რაიმე სახის უთანხმოება უარყო.

მაკალათიამ აღნიშნა, რომ მან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავი ამოწურა, მიიღეს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, ასევე დაამტკიცეს 2022 წლის ბიუჯეტი და კომისიები და თანამდებობასაც ამის შემდეგ ტოვებს.

2017-2021 წლებში მაკალათია აბაშის მუნიციპალიტეტის მერი იყო. იგი საკრებულოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქართული ოცნების სიით მოხვდა, თავჯდომარედ კი – 3 დეკემბერს აირჩიეს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მაკალათიას მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის 30-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 18 მანდატი აქვს, 8 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2 ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას – საქართველოსთვის, 1 გირჩი-მეტი თავისუფლებას, 1 ლეიბორისტულ პარტიას.

შენიშვნა: მასალა 25, დეკემბერს, აბაშის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button