ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნები“ 12 მარტს ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, რეგიონში „საპარლამენტო არჩევნები“ 2022 წლის 12 მარტს ჩატარდება.

„დეპუტატებს“ ხუთწლიანი ვადით ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

წინა, 2017 წლის „არჩევნებში” 131 523 რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო, რაც 2011 წლის „საპრეზიდენტო“ და 2012 წლის „საპარლამენტო არჩევნებთან“ შედარებით, 23 000-ით ნაკლები იყო, რადგანაც გალის რაიონში მცხოვრები ათასობით ქართველს აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს და ამომრჩეველთა სიებიდან ამოიღეს.

ოკუპირებული რეგიონის 1999 წლის „კონსტიტუციის“ თანახმად, აფხაზეთი „საპრეზიდენტო რესპუბლიკაა“. „საკანონმდებლო ორგანოს“ კანონის ინიცირება და დასამტკიცებლად მისი „პრეზიდენტისთვის“ წარდგენა შეუძლია, ხოლო ამ უკანასკნელს საკუთარი კანონის წარდგენის უფლება აქვს.

ოკუპირებული რეგიონის „არჩევნებს“ გმობენ თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button