skip to content
ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 7 დეკემბერს დედაქალაქის ხელახლა არჩეული მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები დაამტკიცა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ 29 დეპუტატით თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციას კი – ჯამში 21 მანდატი აქვს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობასა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად კვლავ ძველი მოხელეები წარადგინა.

მიმართვისას, ხელახლა არჩეულმა მერმა მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის „იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს“.

აღნიშნა რა, რომ თბილისის ერთ-ერთი „მრავალფეროვანი და მულტიკულტურული“ ქალაქია, კახა კალაძემ თანაგუნდელებსა და ოპოზიციას დედაქალაქის „საკეთილდღეოდ“ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

ქვემოთ თბილისის მთავრობისა შემადგენლობა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელთა სიაა წარმოდგენილი:

  • ვიცე-მერი – ირაკლი ხმალაძე;
  • მერის მოადგილეები – ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია;
  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვალერი ჭიღლაძე.

მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები:

  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური – გიორგი აბუთიძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ვახტანგ ლომჯარია;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი;
  • კულტურულის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – ირაკლი გვილავა;
  • იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ ჭონქაძე;
  • მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური – კახაბერ გულედანი.

რაც შეეხება გამგებლებს, რაიონების მიხედვით პოსტები ასე გადანაწილდა:

  • ჩუღურეთის რაიონი – დავით უთმელიძე;
  • დიდუბის რაიონი – ვლადიმერ ძნელაძე;
  • გლდანის რაიონი – ლევან ნაროუშვილი;
  • ვაკის რაიონი – დავით კვინიკაძე;
  • ისნის რაიონი – ნიკა ელისაშვილი;
  • კრწანისის რაიონი – ბექა მიქაუტაძე;
  • მთაწმინდის რაიონი – დავით კირკიტაძე;
  • ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ანდღულაძე;
  • საბურთალოს რაიონი – გაიოზ ვასაძე;
  • სამგორის რაიონი – კახა სამხარაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button