skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: ოქტომბერში საქართველოს მშპ 6.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მშპ 6.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი – დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

ამავე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 10 თვეში მშპ საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button