Placeholder canvas
ახალი ამბები

იუსიტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა 18 ნოემბერს ციხის საავადმყოფოში გონება დაკარგა.

ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანას მიხეილ სააკაშვილის თანხმობა სჭირდება.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება [უკან] #18 დაწესებულებაში“. „ნებისმიერი კანონდამრღვევი უკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, დასძინა მანვე.

გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მანამდე 11 ნოემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დაწესებულება „უდიდეს საფრთხედ“ მიაჩნია, „რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარი და სპეცდანიშნულების დანაყოფები ამ ჰოსპიტალიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია“.

19 ნოემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია მულტიპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRT)აპარატი. მანვე აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეს აპარატი არ არის.

დღესვე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი „შესანიშნავი დაწესებულებაა“. „თუმცა, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, MRT-ს არქონა გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან“, – ხაზი გაუსვა მანვე.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button