ახალი ამბები

ცხინვალის ლიდერი დონბასში: „ჩვენ რუსული სამყაროსთვის ვიბრძვით”

8 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი რუსეთისაგან ზურგგამაგრებული სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკში ჩავიდა, სადაც ნაცისტური გერმანიის არმიისგან დონბასის განთავისუფლების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

გუშინ, ამ წლისთავისადმი მიძღვნილ „რუსეთის დამცველ” ვეტერანთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ბიბილოვმა თქვა, რომ ავღანეთის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ომების ვეტერანებს „რუსული სულია, რაც გვაერთიანებს”, „ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად”.

„[ესაა] რუსული სამყარო, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ამ თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანი რუსია,” – თქვა ბიბილოვმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ლიდერმა არ დაიშურა ქება-დიდება რუსეთისადმი, როგორც სახელმწიფოსადმი, რომელიც „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტია”. ბიბილოვის აზრით, რუსეთი „მოდის, ეხმარება და ქმნის”.

ბიბილოვის დონეცკსა და ლუგანსკს სულ ახლახანს, მაისში ეწვია, სადაც სეპარატისტთა ლიდერებთან შეხვედრები გამართა და სეპარატისტულ რეგიონებში „დამოუკიდებლობის დღის“აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button