ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც თურქ კოლეგას, ჰულუსი აკარს შეხვდა და 17-20 აგვისტოს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას IDEF21 დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა „ორმხრივ და სამმხრივ [სავარაუდოდ, აზერბაიჯანთან] ფორმატებში“ თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობას, საერთაშორისო მისიებში ერთობლივ ნაყოფიერ მონაწილეობას და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, იონ ოპრიშორს.

IDEF21-ის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button